Sunday, September 22, 2013


პროექტის სახელწოდება: „დედამიწა ჩვენი სახლია.“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტი ეძღვნება დედამიწის დღეს,რომელიც აღინიშნება 22 აპრილს.
პროექტის აქტუალობა: ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ადამიანის საქმიანობაც უფრო გააქტიურდა და გაფართოვდა. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი პლანეტის  სახე.
პროექტის მიზნები: გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ აქვთ. რასაც ისინი ბუნებისგან იღებენ, გამოყენების შემდეგ სულ სხვა სახით,სხვა ადგილზე და სხვა რაოდენობით უბრუნებენ ბუნებას. უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ჩვენს დედამიწას-ჩვენს სახლს და არსებობის წყაროს.
მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
ვადები/ხანდრძლივობა: 5 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ქალაქს შეემატება მოსწავლეების მიერ დარგული მწვანე ნარგავები, რაც ჟანგბადის წყაროს წარმოადგენს. მოსწავლეები მიხვდებიან სისუფთავისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობას და გაუფრთხილდებიან ბუნებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალმები,ფურცლები,ფერადი ფანქრები,მწვანე ნარგავები, კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფინ 3 ჯგუფად; 
I ჯგუფი--დაამზადებს გარემოს დაცვის შესახებ ბუკლეტებს  და უზრუნველყოფს მის გავრცელებას საზოგადოებაში. მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
II ჯგუფი-- ორგანიზებას გაუკეთებს ინფორმაციის გავრცელებას პარალელურ კლასის მოსწავლეებში მაკულატურის შეგროვების შესახებ და გაუკეთებს ორგანიზებას მის შეგროვებას. მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
III ჯგუფი---მასწავლებელთან ერთად ეწვევა სანერგეს,შეიძენს მწვანე ნარგავებს და უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე მათ დარგვას.  მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
სამივე ჯგუფი ერთად შეაგროვებს ფოტომასალას და მოამზადებს პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)პროექტი კავშირშია ისტ-თან;
ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და  დასაბუთება. 
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა წმინდაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: teawmindasvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: teawmindashvili.blogspot.com