პროექტის სახელწოდება: „დედამიწა ჩვენი
სახლია.“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტი ეძღვნება
დედამიწის დღეს,რომელიც აღინიშნება 22 აპრილს.
პროექტის აქტუალობა: ბუნებრივ რესურსებზე
მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ადამიანის საქმიანობაც უფრო გააქტიურდა და გაფართოვდა.
ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი პლანეტის სახე.
პროექტის მიზნები: გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს
არსებობის სხვა წყარო არ აქვთ. რასაც ისინი ბუნებისგან იღებენ, გამოყენების შემდეგ სულ სხვა
სახით,სხვა ადგილზე და სხვა რაოდენობით უბრუნებენ ბუნებას. უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები
ჩვენს დედამიწას-ჩვენს სახლს და არსებობის წყაროს.
მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
ვადები/ხანდრძლივობა: 5 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ქალაქს შეემატება მოსწავლეების მიერ დარგული მწვანე ნარგავები, რაც ჟანგბადის წყაროს
წარმოადგენს. მოსწავლეები მიხვდებიან სისუფთავისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობას
და გაუფრთხილდებიან ბუნებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კალმები,ფურცლები,ფერადი ფანქრები,მწვანე ნარგავები, კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები დაიყოფინ 3 ჯგუფად;
I ჯგუფი--დაამზადებს გარემოს დაცვის შესახებ ბუკლეტებს და უზრუნველყოფს მის გავრცელებას საზოგადოებაში.
მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
II ჯგუფი-- ორგანიზებას გაუკეთებს ინფორმაციის გავრცელებას პარალელურ კლასის
მოსწავლეებში მაკულატურის შეგროვების შესახებ და გაუკეთებს ორგანიზებას მის შეგროვებას.
მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
III ჯგუფი---მასწავლებელთან ერთად ეწვევა სანერგეს,შეიძენს მწვანე ნარგავებს
და უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე მათ დარგვას. მათი საქმიანობა ფოტომასალით იქნება წარმოდგენილი.
სამივე ჯგუფი
ერთად შეაგროვებს ფოტომასალას და მოამზადებს პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)პროექტი კავშირშია
ისტ-თან;
ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ბუნ.VI.10.მოსწავლეს
შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა წმინდაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: teawmindasvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: teawmindashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment